მარინა ცვეტაევა - დამღუპველი ფოლიანტი
მარინა ცვეტაევა დამღუპველი ფოლიანტი *** დამღუპველი ფოლიანტი ქალს რად უნდა წასაბილწად, ქალისათვის - Ars Amandi არის - მთელი დედამიწა. გული - ყველა ვნებათღელვის, ვნება - სხვებზე უტყუარი, აკვნიდანვე ვინმეს ელის სასიკვდილო ცოდვა - ქალი. აჰ, შორია - ზეცის ალი! ახლო - ტუჩი, ყინვაც ქროდეს… ღმერთო, ნუ სჯი! - შენ ხომ ქალი არ ყოფილხარ არასოდეს! 1915 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) *Ars Amandi –(ლათ.) „სიყვარულის ხელოვნება“,,, ტრფობანი” კრებული ოვიდიუს ნაზონისა (ქართულად - მანანა ღარიბაშვილის თარგმანი) Марина Цветаева - В гибельном фолианте… В гибельном фолианте Нету соблазна для Женщины. — Ars Amandi Женщине — вся земля. Сердце — любовных зелий Зелье — вернее всех. Женщина с колыбели Чей-нибудь смертный грех. Ах, далеко до неба! Губы — близки во мгле… — Бог, не суди! — Ты не был Женщиной на земле! 1915 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი