ანა ახმატოვა - მე ღიმილი გამაჩნია ერთი
ანა ახმატოვა მე ღიმილი გამაჩნია ერთი მთარგმნელისაგან: ანალოი”- რუსულად ეწოდება მაღალ მაგიდას ეკლესიაში, რომელზეც ხატი ან წმინდა წერილი იდება. შესულია ბერძნულიდან (ანალოღია). ქართულად რამდენიმე სხვა სახელით მოიხსენება (საწიგნე, კათედრა, შუახატი, სახატე და ა შ.) ანა ახმატოვა მე ღიმილი გამაჩნია ერთი *** მე ღიმილი გამაჩნია ერთი, ტუჩს სულ ოდნავ შევატოკებ როცა. მას საშენოდ შევინახავ- მეთქი, რადგან იგი სიყვარულმა მომცა. არას ვეძებ, ტლუვ და მობობოქრო, არას ვეძებ, მეტრფევ დანარჩენთა, ვუცქერ ჩემ წინ სახატისას ოქროს და რუხთვალა სასიძოა ჩემთან. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова – У меня есть улыбка одна У меня есть улыбка одна: Так, движенье чуть видное губ. Для тебя я ее берегу — Ведь она мне любовью дана. Все равно, что ты наглый и злой, Все равно, что ты любишь других. Предо мной золотой аналой, И со мной сероглазый жених. 1913 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი