ანა ახმატოვა - არც საიდუმლო
ანა ახმატოვა არც საიდუმლო *** არც საიდუმლო და არც რამ სევდა, არც ბედის ჩვენის ბრძნული იერი, შეხვედრებს ჩვენსას მუდამ თან სდევდა შთაბეჭდილება ბრძოლისმიერი. მე დილიდანვე მიგრძნობდა გული, ჩემთან რა წუთში შემოხვიდოდი და ოდნავ თრთოლას ხელმოკაკვული ვგრძნობდი, რომ სდევდა ჩემეულ ლოდინს. და ჩემს მშრალ თითებს შეეძლოთ როდი შეწყვეტა სუფრის სრესისა იმწამს. ჯერ კიდევ მაშინ, უკვე ვხვდებოდი, რა პატარაა ეს დედამიწა! 1915 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) 1915 Анна Ахматова – Не тайны и не печали Не тайны и не печали, Не мудрой воли судьбы — Эти встречи всегда оставляли Впечатление борьбы. Я, с утра угадав минуту, Когда ты ко мне войдешь, Ощущала в руках согнутых Слабо колющую дрожь. И сухими пальцами мяла Пеструю скатерть стола… Я тогда уже понимала, Как эта земля мала. 1915 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი