ანა ახმატოვა - ზოგი - გზა-სავალებს ირჩევს პირდაპირებს


ანა ახმატოვა 

***

ზოგი გზა-სავალებს ირჩევს პირდაპირებს,
ზოგი წრეზე დადის, თავთან მოუბარი
და შინ დაბრუნებას  ოდესღაც აპირებს
სჯერა,  დაუხვდება ძველი მეგობარი.
მე  კი  მივდივარ და  მდევს  უბედურება,
 გზა მაქვს  გასავლელი    არც  მრუდი,  არც მართი, 
 არსაითობაა  და არასდროობა,   
როგორც მატარებლებს, მამტვრევს თავდაღმართი.

1940

( თარგმანი ნინო დარბაისელისა)

А.А.Ахматова
***

Один идет прямым путем,
Другой идет по кругу
И ждет возврата в отчий дом,
Ждет прежнюю подругу.
А я иду - за мной беда,
Не прямо и не косо,
А в никуда и в никогда,
Как поезда с откоса

1940

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი