ანა ახმატოვა - ხელობის საიდუმლონი 4. პოეტი
ანა ახმატოვა ხელობის საიდუმლონი 4. პოეტი ეს რა საქმეა! თავს რად იძაბავ, - უზრუნველია ყოფა როგორი: ისმენ მუსიკას, ხუმრობით ბაძავ, ვითომ შენ იყო მისი მომგონი. და სხვისი სკერცო გაჟღერებული გსურს, მოიხელთო ტაეპთა შორის, იფიცებოდე - საბრალო გული მიწუხსო, მიხმობს ყანები შორი. მერე ტყის დუმილს მიაყურადო, მუნჯი ბერივით დამდგარ წიწვოვანს, ვიდრე იფარავს ბურუსის ფარდა და ვიდრე ყველგან არ გაიწოვა. მარჯვნივ თუ მარცხნივ ვიტაცებ საგანს და ცოდვის განცდაც არა მაქვს რამე, ცოტას - ამ ფლიდი ცხოვრებისაგან, ყველაფერს - ვართმევ მდუმარე ღამეს! (თარგმანი ნინო დარბაისელისა) A. Ахматова 4. Поэт Подумаешь, тоже работа, — Беспечное это житье: Подслушать у музыки что-то И выдать шутя за свое. И чье-то веселое скерцо В какие-то строки вложив, Поклясться, что бедное сердце Так стонет средь блещущих нив. А после подслушать у леса, У сосен, молчальниц на вид, Пока дымовая завеса Тумана повсюду стоит. Налево беру и направо, И даже, без чувства вины, Немного у жизни лукавой, И все — у ночной тишины.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი