ანა ახმატოვა - არც მომკლა, არც მწყევლა, არც გამცა
ანა ახმატოვა *** არც მომკლა, არც მწყევლა, არც გამცა, მხოლოდ თვალს მარიდებს, არ მდევს. ვით შერცხვა, ბნელ ამბად გადასცა მდუმარე ოთახის ლანდებს. მთლად მოდრკა, ხმაც უფრო დაგუბდა, თეთრ ხელებს ძალს ვამჩნევ მტკიცეს... აჰ! ერთხელ იქნება, გამგუდავს, გამგუდავს მძინარეს, ვიცი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) *** Не убил, не проклял, не предал, Только больше не смотрит в глаза. И стыд свой темный поведал В тихой комнате образам. Весь согнулся, и голос глуше, белых рук движенья верней.... Ах! когда-нибудь он задушит, Задушит меня во сне. 26 апреля> 1914
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი