ანა ახმატოვა - და ბიჭი, რომ უკრავს გუდასტვირს


#თარგმანები

მთარგმნელისაგან:

ანა ახმატოვა ამ ლექსში იყენებს სახეს,, ვოლინკაზე”   დამკვრელი ბიჭისა. 
   ზოგი მთარგმნელი ალბათ სტვირად გადმოიტანს ქართულად და  დენოტაციურად ძალიანაც არ დაშორდება დედანს,  უბრალოდ. სახე და ხასიათი  დაეკარგება. რა არის “ვოლინკები”?!
ჩვენებური გუდასტვირის რუსული ვარიანტია.  
   ვიცი, ამწუთას შოტლანდიური გუდასტვირი (bagpipe)  გაგახსენდებოდათ, თავისი მელოდიებით . დიახ, შოტლანდიურიც არსებობს,  საფუძვლად მასაც  მწყემსური  ერთიანად ,, გახდილი” ცხვრის ტყავი და  მასზე ფეხების ადგილას  მიმაგრებული ხისგან ან  ძვლისგან დამზადებული სტვირები უდევს, მაჯრამ ის  უკვე ძალიან განვითარებული და დახვეწილია, რუსულ და ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებთან შედარებით.     
    გუდასტვირის უძველეს სახეობას ჯერ კიდევ  შუმერული კულტურა იცნობს.
   არ მინდა გამომრჩეს აღნიშვნა, რომ მასზე შესრულებულ მელოდიებს კლასიკაც იყენებს,  პოპ-საესტრადო დამუშავებებიც არსებობს.
 საკითხი საგანგებოდ არ შემისწავლია, მაგრამ ვვარაუდობ , რომ რუსულ ხალხურ, გუდასტვირულ მელოდიებს რუსული კლასიკა უყურადღებოდ არ დატოვებდა. ახლა რიმსკი-კორსაკოვმა გამიელვა რატომღაც. 
ალბათ გამოჩნდებიან ჩვენი მუსიკოსი მეგობრები და დაგვეხმარებიან უკეთ გარკვევაში.
 მოკლედ,  ახმატოვას მიხედვით,  ბიჭი უბრალოდ სალამურზე ან სტვირზე კი არა, რუსულ გუდასტვირზე უკრავს.  სმენით მეხსიერებას  ამ სახის ვიზუალიზაციისთვის მნიშვნელობა აქვს. 
ახლა იუტუბზე მოვძებნი, იქნებ იდოს რამე, სურათი კი უკვე მოძიებული მაქვს,  მრავალი სახეობისა არსებობს და ეს შევარჩიე.

ანა ახმატოვა

და ბიჭი, რომ უკრავს გუდასტვირს

***
და ბიჭი, რომ უკრავს გუდასტვირს,
და გოგო, რომ იწნავს გვირგვინს,
ტყის ბილიკს ბილიკი ჯვრად ერთვის, 
შორ მინდვრად  - ცეცხლი ჩანს იგი.
მე ვხედავ. ყველაფერს ვიხსომებ,
გულში სიყვარულით ვფარავ,
თუმც რაღაც არ მესმის  ისევ მე,
მეტად ვერ ვიხსენებ, კმარა.
არ ვითხოვ არც სიბრძნეს, ძალს უფრო, 
კოცონთან გამათბეთ, ერთი!
მცივა…  ფრთიანია თუ უფრთო,
ანცი არც მკითხულობს  ღმერთი.

1911 30 ნოემბერი
ცარსკოე სელო

(თარგმანი ნინო დარბაისელისა) 

А. Ахматова

***

И мальчик, что играет на волынке…
И мальчик, что играет на волынке,
И девочка, что свой плетет венок,
И две в лесу скрестившихся тропинки,
И в дальнем поле дальний огонек, —
Я вижу все. Я все запоминаю,
Любовно-кротко в сердце берегу.
Лишь одного я никогда не знаю
И даже вспомнить больше не могу.
Я не прошу ни мудрости, ни силы.
О, только дайте греться у огня!
Мне холодно! Крылатый иль бескрылый,
Веселый бог не посетит меня.

1911 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი