ანა ახმატოვა - ბორის პილნიაკის ხსოვნისადმი
#თარგმანები ანა ახმატოვა ბორის პილნიაკის ხსოვნისადმი* შენს ბილიკს მოვყვები, გზას ვეღარ ველევი, ხოლო შენ იცინი, ისევ უდარდელი… თუმცა წიწვოვანი, ტბორისპირს ლელები გპასუხობს, მაოცებს - ექოა რამდენი… თუ ასე ვაშფოთებ, ვინც უკვე მკვდარია, უნდა მაპატიო, ვეღარ შევიძელი. დაგტირი ჩემიანს, გლოვამ გადამრია და მშურს, დასდინდება ვისაც ცრემლი მწველი, ვინც ტირილს შეიძლებს, განკითხვის ჟამს - სული, იმათზე, ვინც ტბორის ფსკერმა შეიკედლა… მაგრამ ამიდუღდა ცრემლი არმისული თვალამდე, ნამმა რომ ვეღარ გამინედლა. - - - - * მთარგმნელისაგან - ანა ახმატოვას ეს ლექსი უფროსი კირა ანდრონიკაშვილის ქმრის ანუ ნატა ვაჩნაძის სიძის - ბორის პილნიაკის დახვრეტის შემდეგ დაიწერა, 1938 წელს. მისი ვაჟია ბორის ანდრონიკაშვილი, რომელიც გამზრდელი დეიდის გადაწყვეტილებით, დედის გვარს ატარებდა. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) https://ru.m.wikipedia.org/wiki/Пильняк,_Борис_Андреевич Анна Ахматова Памяти Пильняка И по тропинке я к тебе иду, И ты смеешься беззаботным смехом, Но хвойный лес и камыши в пруду Ответствуют каким-то странным эхом… О, если этим мертвого бужу, Прости меня, я не могу иначе: Я о тебе, как о своем, тужу И каждому завидую, кто плачет, Кто может плакать в этот страшный час О тех, кто там лежит на дне оврага… Но выкипела, не дойдя до глаз, Глаза мои не освежила влага.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი