ანა ახმატოვა - რად მომიწამლეთ
ანა ახმატოვა რად მომიწამლეთ *** რად მომიწამლეთ სასმელი წყალი და ამრიეთ ტალახში პური? რად გინდათ, ბოლოს თავისუფალი ბუნაგში გყავდეთ დატყვევებული? რადგან აბუჩად მე ვერ ვიგდებდი მეგობრებს ჩემსას, დაღუპულს მწარედ? რადგან ერთგულად მიყვარდა დღემდი ჩემი მწუხარე სამშობლო მხარე? ჰო, საქონდაქრის ანდა ჯალათის გარდა, პოეტებს რა გველოდება? ჩვენ - მონანულთა გვერგო ხალათი, ჩვენ - ხელში სანთლით სვლა და გოდება! [1935] (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова - Зачем вы отравили воду Зачем вы отравили воду И с грязью мой смешали хлеб? Зачем последнюю свободу Вы превращаете в вертеп? За то, что я не издевалась Над горькой гибелью друзей? За то, что я верна осталась Печальной родине моей? Пусть так. Без палача и плахи Поэту на земле не быть. Нам покаянные рубахи, Нам со свечой идти и выть. [1935]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი