ანა ახმატოვა - შუქი მწუხრის, ყვითელი და ფართო
ანა ახმატოვა *** შუქი მწუხრის - ყვითელი და ფართო და აპრილის სიგრილეა ნაზი, დაგვიანდი. წლობით ვიყავ მარტო... მაინც, მოსვლით გამახარე ასე! მომიჯექი, მომაპყარი სახე, ახალისე თვალი საკითხავზე: ლურჯყდიანი ეს რვეული ნახე - ამ ბავშვური სტრიქონებით სავსე. მაპატიე, მწუხარებას ვენდე, მზისა გულს ვერ მიხარებდა ძალა, მაპატიე, მაპატიე, დღემდე ძალზე ბევრი შენში შემეშალა. 1915 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова *** Широк и желт вечерний свет, Нежна апрельская прохлада. Ты опоздал на много лет,... Но все-таки тебе я рада. Сюда ко мне поближе сядь, Гляди веселыми глазами: Вот эта синяя тетрадь - С моими детскими стихами. Прости, что я жила скорбя И солнцу радовалась мало. Прости, прости, что за тебя Я слишком многих принимала. 1915
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი