ანა ახმატოვა - ილოცე არასმქონე, დაკარგული
ანა ახმატოვა ილოცე, არასმქონე, დაკარგული... *** ილოცე არასმქონე, დაკარგული ჩემი ჯერ ცოცხალი სულისათვის, შენ, შენს გზა-სავალში გაწაფულო, მნათო ამ ქოხმახში ათინათო! და მე ნაღვლიანი-მადლიერი გიამბობ, როგორ იყო ის ამბავი, თუ როგორ მტანჯავდა ღამე მწველი, როგორი დილა სდევდა გამყინავი. ამსოფლად სანახავით ვერ ვიხარე. მე მარტო ვმღეროდი და მღერით ველი. ვიცი, ძმის არ ვიყავ მოსისხარი და დისაც არ ვიყავ გამყიდველი. რატომ-ღა დამსჯიდა ღმერთი, ნეტა ყოველი დღეა თუ საათია? იქნებ ანგელოზი მანიშნებდა, ფარული ნათელი სად ანთია? მაისი 1912. ფლორენცია (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Помолись о нищей, о потерянной *** Помолись о нищей, о потерянной, О моей живой душе, Ты в своих путях всегда уверенный, Свет узревший в шалаше. И тебе, печально-благодарная, Я за это расскажу потом, Как меня томила ночь угарная, Как дышало утро льдом. В этой жизни я немного видела, Только пела и ждала. Знаю: брата я не ненавидела И сестры не предала. Отчего же Бог меня наказывал Каждый день и каждый час? Или это ангел мне указывал Свет, невидимый для нас? Май 1912. Флоренция
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი