ანა ახმატოვა - სიმღერა ბოლო შეხვედრისა
#თარგმანები ანა ახმატოვა სიმღერა ბოლო შეხვედრისა რა უმწეოდ ცივდებოდა მკერდი, მაგრამ მსუბუქ ნაბიჯს ვდგამდი მთმენი. მარჯვენაზე, გვიან დავაცქერდი, მარცხენისა მეცვა ხელთათმანი. მომეჩვენა საფეხური ბევრი. იყო სამი, დამავიწყდა როდი. შემოდგომურს ნეკერჩხალთა ტევრი ხმას ისმენდა: ,,ერთად მოვკვდეთ, მოდი! მე მოვტყუვდი ჩემი დანაკარგით, ჩემი მწარე, ცვალებადი ბედით!" ვუპასუხე: ,,კარგო, ჩემო კარგო, ერთად მოვკვდეთ, მეც არ მინდა მეტი!" ამ სიმღერამ თქვა შეხვედრა ბოლო. სახლს ავხედე, იდგა ბნელი, მუქი. საძინებელს ანათებდა მხოლოდ განურჩევლად მოყვითალო შუქი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Песня последней встречи Так беспомощно грудь холодел,а Но шаги мои были легки. Я на правую руку надела Перчатку с левой руки. Показалось, что много ступеней А я знала - их только три! Между кленов шепот осенний Попросил: "Со мною умри! Я обманут моей унылой, Переменчивой, злой судьбой" Я ответила: "Милый, милый! И я тоже. Умру с тобой…" Это песня последней встречи. Я взглянула на темный дом. Только в спальне горели свечи Равнодушно-желтым огнем. 1911
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი