ანა ახმატოვა - ბოლოს ქარყინვა გამოვლილს


მთარგმნელისაგან:

    ესეც  - ანა ახმატოვაა. ხალხური პოეზიითა და მისი კილოებით გატაცება იმდროინდელი  პოეზიისთვისაც ხომ  დამახასიათებელი იყო და მასზე ადრე, ცნობილია, რომ   მუსიკამ დაიწყო ხალხურ მოტივთა ,,გაკლასიკურება”.
    ა. ახმატოვას  ცოტა როდი აქვს ნასესხები ხალხური მოტივებიდან. 
   ადრე, ი. ბროდსკიზე, როგორც ანა უწოდებდა -  ,, მოი რიჟიზე”  საუბრისას,  განვიხილეთ მისი ერთი ლექსი, რომელიც ანას ალუზიაა, თავის მხრით კი ანა იმ ლექსში  - ხალხური სიტყვიერებით საზრდოობს.(  ჭაში ჩაგდებულ ბეჭედზე იყო,  მერე რომანსადაც იმღერებოდა რაღაც ფილმში, ახლა ზეპირად აღარ მახსოვს) 
    თარგმანს ზომად კი   ანასავით მოკლე საზომი - ქართული ხალხური შაირი შევურჩიე, მაგრამ  ხალხური სტილიზაციის მხრივ,  გადაჭარბებისაგან მაინც თავი შევიკავე,   მთლად ფშავ- ხევსურულ კილოზე აღარ ,,გადავთქვი” ამ მხრივ ცოტა მოუქლიბავი”  ლიტერატურული მომენტები დავტოვე.

ანა ახმატოვა

ბოლოს ქარ- ყინვა გამოვლილს

ბოლოს ქარ-ყინვა  გამოვლილს
მეამა ცეცხლთან გათბობა,
გულს ვერ მივხედე, გამოდის,
ქურდისთვის მიწევს დათმობა.

 ახალწლის დროა, უხვი და
სველია ვარდთა ღერები,
მკერდში გამიქრა ძველ ხმიდან
ჭრიჭინის ანამღერები.

გეში არ დამიძაბუნდა, 
თვალებით ცნობას რა უნდა, 
ეჰ, თუ ჩქარ-ჩქარა გაბრუნდა, 
თვით  დამიბრუნებს ნაქურდალს!

1914 г.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова 

После ветра и мороза было

После ветра и мороза было
Любо мне погреться у огня.
Там за сердцем я не уследила,
И его украли у меня.

Новогодний праздник длится пышно,
Влажны стебли новогодних роз,
А в груди моей уже не слышно
Трепетания стрекоз.

Ах! не трудно угадать мне вора,
Я его узнала по глазам.
Только страшно так, что скоро, скоро
Он вернет свою добычу сам.

1914 г.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი