ანა ახმატოვა - მოდი მოსანახულებლად, ძველი ვერსია
#თარგმანები დავიწყე თარგმნა და შუა მუშაობაში გამახსენდა, ეს მგონი ნათარგმნი უნდა მქონდეს ძალიან ადრე-მეთქი. და ვიპოვეეე, http://urakparaki.com/?m=4&ID=82659 2014 - ში დამიდია ლიტ.საიტ ურაკპარაკზე ანა ახმატოვა *** (მოდი მოსანახულებლად) *** მოდი მოსანახულებლად, გელი. მოდი. ისევ ცოცხალი ვარ. მტკივა. ვინ გამითბოს გაყინული ხელი. ამ ტუჩებმა თქვეს ,,კმარაო!" ცივად. საღამოჟამს სავარძელი ჩემი ფანჯარასთან მიაქვთ. ჩანან გზები. ო, მიზეზად ხომ არ, ხომ არ მრჩები შფოთვის მწარე, საბოლოო გზნების! ქვეყნად რითღა შემაშინოს რამემ, ფერმიხდილი, გაჭირვებით მქშენი. საშინელი არის მხოლოდ ღამე, როს თვალები მესიზმრება შენი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) А. Ахматова *** Приходи на меня посмотреть. Приходи. Я живая. Мне больно. Этих рук никому не согреть, Эти губы сказали: "Довольно!" Каждый вечер подносят к окну Мое кресло. Я вижу дороги. О, тебя ли, тебя ль упрекну За последнюю горечь тревоги! Не боюсь на земле ничего, В задыханьях тяжелых бледнея. Только ночи страшны оттого, Что глаза твои вижу во сне я.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი