ანა ახმატოვა - ყველაფერი ძველებური
ანა ახმატოვა ყველაფერი ძველებური დაბრუნდება: ღამე ცხელი და ახლიდან გადამღლელი, (კვლავ აზიას სიზმრად ბოდვა მოუნდება) კვლავ ხალიმა - მომღერალი ბულბული, და ნარგიზთა ყვავილობა ბიბლიური და კურთხევის ჰანგი, კვლავ უჩინარი ნიავივით ქვეყნად აშრიალდება. 1943 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) ხალიმა - საკუთარი სახელია Анна Ахматова - Всё опять возвратится ко мне Всё опять возвратится ко мне: Раскаленная ночь и томленье (Словно Азия бредит во сне), Халимы соловьиное пенье, И библейских нарциссов цветенье, И незримое благословенье Ветерком шелестнет по стране.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი