ანა ახმატოვა - აქ ყველანი ლოთები ვართ
მთარგმნელისაგან: საქართველოს რა გადაარჩენს - არ ვიცი. მე და ჩემს სამეგობრის რომ პოეზია გადაგვარჩენს ახლაც, როგორც მუდამ გადავურჩენივართ - ვიცი და მათაც იციან. ანა ახმატოვა აქ ყველანი ლოთები ვართ *** აქ ყველანი ლოთები ვართ, მეძავები, როგორ ვიწყენთ ერთად! კედლის ჩიტებს და ყვავილებს ეძალება დარდი ღრუბლის ფერთა. შენ - შავ ჩიბუხს გამეტებით ექაჩები, ცდილობ, რაღაც უცხოდ ააბოლო, მე - ტანადი რომ გამოვჩნდე, ახლა ჩემი ტანთ მაცვია ვიწრო ქვედაბოლო. სამუდამოდ დაგმანული სარკმლებია, რა გვანაღვლებს, ჭექაა თუ ყინვა, შენს თვალებს კი სიფრთხილე არ დაჰკლებია, მოსდებია კატასავით ბრწყინვა. ო, ეს გული მონატრებას დაუპყრია. სიკვდილის ჟამს ხომ არ ველი ჯერაც? ის ქალი კი, მოცეკვავე, - როგორია! არ ასცდება ჯოჯოხეთი, მჯერა. 1912 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Все мы бражники здесь, блудницы… Все мы бражники здесь, блудницы, Как невесело вместе нам! На стенах цветы и птицы Томятся по облакам. Ты куришь черную трубку, Так странен дымок над ней. Я надела узкую юбку, Чтоб казаться еще стройней. Навсегда забиты окошки: Что там, изморозь или гроза? На глаза осторожной кошки Похожи твои глаза. О, как сердце мое тоскует! Не смертного ль часа жду? А та, что сейчас танцует, Непременно будет в аду.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი