ანა ახმატოვა - (სხვადასხვა ლექსები, ბევრი პიპოვე, მაგრამ არ კოპირდება, ასაკრეფია)
ესენი გუშინ ვეძებე, მეგობარს სჭირდებოდა და რაკი ვიპოვე, აქაც ვდებ. არაა ეს ახმატოვას, როგორც აქ ამერიკელები იტყვიან სლენგად, “ დინალი”, ( რუს “სლივკი”- ? ) მაგრამ იმეებსაც დავდებ, როცა შემხვდება. მაქვს. ანა ახმატოვა *** შუქი მწუხრის - ყვითელი და ფართო და აპრილის სიგრილეა ნაზი, დაგვიანდი. წლობით ვიყავ მარტო... მაინც, მოსვლით გამახარე ასე! მომიჯექი, მომაპყარი სახე, ახალისე თვალი საკითხავზე: ლურჯყდიანი ეს რვეული ნახე - ამ ბავშვური სტრიქონებით სავსე. მაპატიე, მწუხარებას ვენდე, მზისა მცირედ მახარებდა ძალა, მაპატიე, მაპატიე, დღემდე ძალზე ბევრი შენში შემეშალა. 1915 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова *** Широк и желт вечерний свет, Нежна апрельская прохлада. Ты опоздал на много лет,... Но все-таки тебе я рада. Сюда ко мне поближе сядь, Гляди веселыми глазами: Вот эта синяя тетрадь - С моими детскими стихами. Прости, что я жила скорбя И солнцу радовалась мало. Прости, прости, что за тебя Я слишком многих принимала. 1915 ანა ახმატოვას ორი მარტივი(?) ლექსი გუგულზე ანა ახმატოვა *** ვცხოვრობ, როგორც გუგული, საათს ჩაბუდებული. ტყის ჩიტების შურითაც არ მევსება ეს გული. მომმართავენ - ვგუგულებ. იცი, მტერს თუ ვუსურვებ, არ ვუნდომებ დანარჩენს ბედის ასეთ განაჩენს. *** გუგულსა ვკითხე, რამდენხანს ვიქნები კიდევ ცოცხალი... ფიჭვებს წვერები შეერხათ, ბალახს სხივი სწვდა ცინცხალი. ტევრში ხმა არსით დიოდა. ვდუმვარ შინისკენ მავალი, მელამუნება სიო და გრილდება შუბლი მხურვალი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова *** Я живу, как кукушка в часах, Не завидую птицам в лесах. Заведут - и кукую. Знаешь, долю такую Лишь врагу Пожелать я могу *** Я спросила у кукушки, Сколько лет я проживу... Сосен дрогнули верхушки. Желтый луч упал в траву. Но ни звука в чаще свежей... Я иду домой, И прохладный ветер нежит Лоб горячий мой.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი