ანა ახმატოვა - მუზა


მთარგმნელისაგან:
ანტიკურიდან მომდინარე და რუსულ პოეზიაში  - საფუძვლიანად დამუშავებული თემაა.  ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლეა შეტანილი მასში ( “დუდოჩკას” თუ არ ჩავთვლით, სადაც სავარაუდოდ, იყენებს ხალხურ გამონათქვამს- Плясать под (чью-то) ду́дку)  გამოყენებულია ასევე   გამონათქვამი ”ვინმეს სიცოცხლე ბეწვზე წკიპზე კიდია).
ფიქსირდება  კია პოეტური მეტყველების სხვა არსენალი, მაგრამ დიდად აქცენტირებული  -არაფერია.
ფორმა?! - უტრადიციულესი, უტრივიალურესი  - ჯვარედინად გარითმული ხუთტერფიანი იამბი.
ცოტა დრო მქონდა გასაყვანი და რაკი მაინც ახმატოვაა, უსაქმოდ ჯდომას - ბარემ ვთარგმნე.

ანა ახმატოვა

მუზა

ღამით,  როდესაც მოლოდინი დამეუფლება, ბეწვზე ვკიდივარ, სიცოცხლეა რამ უამური,  
ის მოდის. კრძალვა, სიჭაბუკე, თავისუფლება
 - რად უღირს სტუმარს. თვით  უპყრია ხელთ სალამური.
აი შემოდის, ისვრის რიდეს,  მოუჩანს სახე.
ჩამაცქერდება ყურადღებით,  არსების წიაღ.
ვკითხავ:  - თვით დანტეს  “ჯოჯოხეთი” შენ უკარნახე?
და ის პასუხად სულ მარტივად მომიგებს: “დიახ!”

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова – Муза

Когда я ночью жду ее прихода,
Жизнь, кажется, висит на волоске.
Что почести, что юность, что свобода
Пред милой гостьей с дудочкой в руке.
И вот вошла. Откинув покрывало,
Внимательно взглянула на меня.
Ей говорю: "Ты ль Данту диктовала
Страницы Ада?" Отвечает: "Я".

1924

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი