ანა ახმატოვა - ო, არსებობს სიტყვები განუმეორებელი
ეს ადრე თარგმნილი მქონდა, ვერ ვიპოვე და ახლა ახლიდან ვთარგმნე, რადგან მეგობარს სჭირდებოდა. ვეცადე, მაქსიმალურად ახლო ყოფილიყო დედანთან. დარწმუნებული ვარ, ადრეც ასევე ვცდიდი. ალბათ ის ძველი ვერსიაც გამოჩნდება სადმე და საინტერესო იქნება ამათი შედარება. ანა ახმატოვა ო, არსებობს სიტყვები განუმეორებელი ო, არსებობს სიტყვები განუმეორებელი… ვინც წარმოსთქვა - გაიღო ხარჯი აუარება. ულევია მარტოდენ ლურჯი უცვალებელი ფერი ზეცისმიერი და უფლის მოწყალება. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова О, есть неповторимые слова… О, есть неповторимые слова, Кто их сказал — истратил слишком много. Неистощима только синева Небесная и милосердье Бога. .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი