ანა ახმატოვა - ორსტრიქონედი


მთარგმნელისაგან:

 პოეზიას ახასიათებს ერთი მარადიული პარადოქსი:
რაც უფრო მცირე მოცულობისაა პოეტური ტექსტი - მისი ცალკეული სიტყვებისა თუ სხვა ტექსტობრივი ნიშნების მიმართ მკითხველის გულისყური უფრო მგრძნობიარეა. 
უთუოდ ამასაც გულისხმობდა შოთა,  როცა ამბობდა ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო”. 
    გახსოვთ?! - ადრე ვწერდი, პოეზიაზე შეიძლება განვავრცოთ  პარაფრაზირებულად მიქელანჯელოს სიტყვები-მეთქი: 
    ყოველ მარმარილოს ლოდში მშვენიერებაა დატყვევებული, მოქანდაკეს ისღა რჩება, მოაშოროს ლოდს ყოველივე ზედმეტი და ქანდაკება გაათავისუფლოსო.
    ახმატოვას ეს ლექსი, აფორიზმად ქცეული, ჩემი ფიქრით, სწორედ ასეთი ნიმუშია.
 მის შესახებ მკვლევართა აზრი ორადაა გაყოფილი. თითოეული მხარე დარწმუნებულია, რომ სიმართლე - მის მხარესაა.
ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს ლექსი - სიყვარულზეა, (ზოგი ადრესატსაც   კი ახსენებს, მაგრამ სარწმუნო არ ჩანს, ვარაუდი სხვით არაფრით დასტურდება და არ გავიმეორებ). თან ეს იმდენად ძლიერი სიყვარული ჩანს, როცა ნებისმიერი, თვით ნეგატიური მოქმედებაც კი შენი შეყვარებულისაგან შენში აღფრთოვანებას იწვევსო.   რა უკიდეგანო რომანტიკაა ამგვარ ინტერპრეტაციაში, არა?!
მეორენი უფრო რეალისტურად უდგებიან ტექსტს და ამბობენ:
   იმისათვის, რომ ვიღაცის ლანძღვა ქებად მიიღო, ის ვიღაცა ძალზე ცუდი უნდა იყოს, ცუდი რეპუტაციით უნდა სარგებლობდესო.
   და იქნებ სწორედ ეს იყო პოეტის ჩანაფიქროც?
- უკიდურესად ტევადი გაეხადა პოეტური ტექსტი და  მოეხელთებინა რაღაც მომენტი,  რეალიზმსა და რომანტიზმს შორის, - არსით  რომ კონტრადიქტორული იქნებოდა?
  იამეთ და დაიხსომეთ!

ანა ახმატოვა

ორსტრიქონედი

სხვებმა რომც მაქონ -   არის ნაცარი,
შენგან ლანძღვა   კი - შექებაც არი.

1931
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова - Двустишие

От других мне хвала — что зола.
От тебя и хула — похвала.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი