ოლგა ივინსკაია - ბორის პასტერნაკს


#თარგმანები

ნდს

 მწარე პური
(პასტერნაკი და ოლგა ივინსკაია)

მთარგმნელისაგან:

გუშინ ხომ გიამბეთ პასტერნაკის ბოლო სიყვარულის შესახებ.
  არ დარჩენია ოლგა ივინსკაიას დიდი პოეტური მემკვიდრეობა, თუმცა  ლიტერატურის სფეროში მრავალმხრივ ნიჭიერი ნამდვილად  ეთქმოდა.
     ქალი  სულ გადასახლებული იყო. დაიჭერდნენ- გამოუშვებდნენ- ისევ დაიჭერდნენ- გადაასახლებდნენ  და თან ეს ხდებოდა როდის?! - ორმოციანი წლების მეორე ნახევარში და ორმოცდაათიანებში, როცა ოცდაათიანებში გადასახლებული ,, ხალხის მტრების” რეაბილიტაციაც მზადდებოდა და დაწყებულიც იყო.
   აღარ იცოდა ბ. პასტერნაკმა, ვისთან მისულიყო, რა და რამდენჯერ ეთხოვა.
    ბუნებრივია, გაიფიქრებთ, ცოლი  - ზინაიდა,  რეპრესირებულ ცისფერყანწელთა   ოჯახებზე  მზრუნველი- მეგობარი, ამ ყველაფერს როგორ ეგუებოდაო. 
     თავიდან, ვიდრე შემთხვევით წერილს იპოვიდა, ეჭვები ვიდრე სტანჯავდა, უჭირდა  და მერე,  რაკი ტოტალიტარული ტრადიციით, საყვარელს  -  საჯაროდ “მუზა” დაერქვა (ახლა უფრო “პარტნიორს” უწოდებენ), პასტერნაკი კი წამოისვრიდა რაღაცას  ხანდახან, მაგრამ გაშორებას  მართლა აღარ აპირებდა   ცოლთან, რომელიც ოსტატი იყო ქმრისთვის/ქმრებისთვის იდეალური ყოფისა და სამუშაო პირობების შექმნის.
,  ზინაიდა შეეგუა სამკუთხედურობას. როგორც მოგონებებში წერს, აღარც  კითხულობდა მათ ამბავს და  იმდროინდელ  საბჭოთა ელიტურ საზოგადოებაში პოეტ პასტერნაკის  ოფიციალური ცოლის  სტატუსს მშვენივრად იფერებდა.
    ალბათ უფრო ამ თავისებური კონფორმიზმის გამო  ვერ იტანდა ანა ახმატოვა.
   ზოგადად ზინაიდა არ იყო უგონო ქალი.
ადრე ბავშვობაშივე მამით   დაობლებული გენერლის ქალიშვილი  ცხოვრებამ თმენაში კარგად გაწვრთნა
   თუმცა   ჯობია,   ისევ  პასტერნაკის მუზის - ოლგას ლექსი წავიკითხოთ,  მისი ქალიშვილის მოგონებებიდან.

    
 ოლგა ივინსკაია

(ბორის პასტერნაკს)

***
რა ვუყოთ, მწარეა ეს პური, ბედმა რომ ზიარად გვარგო.
ეს სახლი და  ტყეა ჩვენი მოლიცლიცე თასი.
მე ვარ ბედნიერი, ახლოს რომ ვბინადრობთ, კარგო,  
 და თვით დედამიწაც ჩვენ მოგვდევს  ფეხდაფეხ  ასე. 

მე  კარს გამოგიღებ, შეხვედრის სურვილით ვბორგავ,
შემოხვალ, პარმაღთან იშორებ გადაღლას, გშვენის.
ყოველი შემოსვლა  იმ  განვლილ შეხვედრას მოჰგავს,
ოდესღაც რომ ერქვა პირველი შეხვედრა ჩვენი.

რომელიც, ვინ იცის,  საერთოდ პირველი იყო.
თუმცა-ღა რა მახსოვს, სულ გადამავიწყდა ალბათ,
 რა იყო შენამდე, ვინ იყო, რომ მოსულიყო.
და თითქოს ვიღაცაც მიყვარდა, არც მახსოვს ამბად.

 ძვირფასო, ფაქიზო, გკოცნი და ეს ლოცვა გშველის.
ამ სიახლოვეში  ხელს ვუწვდით ერთმანეთს ახლა.
ამ ცის ქვეშ, ამ ქარქვეშ მტკიცეა კავშირი ჩვენი -
 - მას ვერ შეაშინებს  ეს მოსალოდნელი  გაყრა!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Ольга Ивинская

* * *
Пусть горек наш хлеб, разделенный судьбой,
Но дом наш и лес наш, как полная чаша.
Я счастлива тесным соседством с тобой,
И даже земля – только спутница наша.
Я дверь отворю тебе в темноту,
Ты входишь, с порога отбросив усталость.
И каждая встреча похожа на ту,
Которая первой когда-то считалась.
Которая, может быть, первой была,
Но я ее впрочем, наверно, забыла,
Как то, что до встречи с тобою жила,
И даже как будто кого-то любила.
Мой милый, мой нежный! Целую молясь,
Сквозь всю нашу близость простертые руки.
Под небом, под ветром, прочна наша связь - Она не боится грядущей разлуки.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი