ანა ახმატოვა - ქმარი ჭრელი ქამრით მცემდა
მთარგმნელისაგან: წეღან რაკი ა. ახმატოვას შემოქმედების ხალხური მოტივებით დავინტერესდით, ეს ლექსი გამახსენდა იგი 1911 წელსაა შექმნილი. ნარატიული ჩარჩო ასეთია: საყვარლის მომლოდინე ცოლს ქმარი სცემს ქამრით, მთელი ღამის ნალოდინევი საყვარელი კი არ მოდის. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ საყვარელში ამადეო მოდილიანი იგულისხმება, რაკი ახლადდაქორწინებული წყვილის პარიზული თაფლობის მწარე პერიოდშია შექმნილი. ქმარს - ნ. გუმილიოვს მართლაც არ მოსწონდა ეს ლექსი და არა იმიტომ, რომ მასში რამე რეალია ეგულებოდა, მან ხომ თავიდანვე აბსოლუტური თავისუფლება მისცა ანას და მაშინდელი ფულით 2000 მანეთი(!) ბანკის ანგარიშზეც დაუდო, რომ თავისი სურვილით ეხარჯა. გუმილიოვი - მაინც აკმეურ ესთეტად რჩებოდა და როგორც პოეტს, არ მოსწონდა ქალის მდაბიური იმიჯი, რომელსაც ავტორთან გაიგივებული ლექსის ლირიკული გმირი იფერებდა. დიახ, ასე “ მდაბიურად”იწყებოდა პოეზიის დედოფლად აღიარებული ანა ახმატოვა! ანა ახმატოვა ქმარი ჭრელი ქამრით მცემდა *** ქმარი ჭრელი ქამრით მცემდა, ორად მოკეცილით, ღია ფანჯრით გელი შენ და ცეცხლთან, დამძლევს ძილი. თენდება და სამჭედლოდან კვამლი იწვერება. ეჰ, ტყვეს შენი რომ მცოდნოდა მოსვლის ვერშეძლება! შენთვის მწარე დავითმინე, მწარე ვირგე ხვედრი მე მარჩიე ქერა ვინმე? ჟღალთან წამიხვედი? კვნესავ, ჩუმად, ესეც ყოფა! ბნელ გულს სვეა მყრალი, წვრილსხივში ჩანს, არ ეტყობა ლოგინს სრესის კვალი. А. Ахматова Муж хлестал меня узорчатым Муж хлестал меня узорчатым, Вдвое сложенным ремнем. Для тебя в окошке створчатом Я всю ночь сижу с огнем... Рассветает. И над кузницей Подымается дымок. Ах, со мной, печальной узницей, Ты опять побыть не мог... Для тебя я долю хмурую, Долю-муку приняла. Или любишь белокурую, Или рыжая мила? Как мне скрыть вас, стоны звонкие! В сердце темный, душный хмель, А лучи ложатся тонкие На несмятую постель. 1911
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი