ანა ახმატოვა - სიზმრად


ანა ახმატოვა 

სიზმრად

შავ და მტკიცე განშორებას, იცოდე,
მეც შენსავით მძიმედ ვეზიდები.
რა გატირებს? ხელი გამომიწოდე,
თქვი, რომ სიზმრად ისევ დაბრუნდები!

როგორც მთა მთას ვერ შეხვდება ვერასდროს,
არც ჩვენ გველის ქვეყნად ერთი არე.
ცას აჰხედე შუაღამით  უავდროს
და მოკითხვა ვარსკვლავს დააბარე!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова 

Во сне
- - -

Чёрную и прочную разлуку
Я несу с тобой наравне.
Что ж ты плачешь? Дай мне лучше руку,
Обещай опять прийти во сне.

Мне с тобою как горе с горою…
Мне с тобой на свете встречи нет.
Только б ты полночною порою
Через звёзды мне прислал привет.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი