ანა ახმატოვა - ჯერაც გაზაფხული
ანა ახმატოვა ჯერაც გაზაფხული იდგა იდუმალი ჯერაც გაზაფხული იდგა იდუმალი მთენთავი, დაეხეტებოდა ბორცვებზე სიო გამჭვირვალე, ხოლო ტბა უძირო თვალწინ გამუქლურჯდა ერთთავად, ვით ნათლისმცემელის ტაძარი მარადის ბრწყინვალე. როგორ გაშინებდა პირველი შეხვედრა საამო, მე უკვე მეორეს ვნატრობდი, უფლისა მხმობელი. დღეს კვლავაც იმგვარად მწველი ჩამოგვიდგა საღამო. რა დაბლით დასცქერის გორაკებს მზე მანათობელი. შენ ჩემთან არა ხარ, თუმც ეს განშორება არ არის, ყოველწამს მომესმის შენზე - საზეიმო ამბავი, ვიცი, მოგეძალა ტანჯვა და არ უმხელ არავის, სიტყვასაც ვეღარ ძრავ, დუმილი დაგჩემდა ამგვარი. 1917 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Еще весна таинственная млела *** Еще весна таинственная млела, Блуждал прозрачный ветер по горам И озеро глубокое синело — Крестителя нерукотворный храм. Ты был испуган нашей первой встречей, А я уже молилась о второй, — И вот сегодня снова жаркий вечер… Как низко солнце стало над горой… Ты не со мной, но это не разлука, Мне каждый миг — торжественная весть. Я знаю, что в тебе такая мука, Что ты не можешь слова произнесть. Summer 1914
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი