ანა ტიმირევა - კოლჩაკს
#თარგმანები ანა ტიმირევა - კოლჩაკს (ამათი სიყვარულისა და 1920 წელს ადმირალ კოლჩაკის დახვრეტის ისტორია გემახსოვრებათ) ანა ტიმირევა *** ვერ ვეგუები, ნახევარი საუკუნეა და ამას უკვე არაფერი არ ეშველება. ისევ მიდიხარ, ვით იმ ღამეს, კვლავ უკუნია, საბედისწერო მეორდება ისევ ჩვენება. მე კი რა გზა მაქვს, მომესაჯა, ვიარო ასე, ვიდრე მოაწევს ჟამი ჩემი გარდაუვალი და დახლართულა სავალები ცხოვრების გზაზე, სათავიდანვე გზა გვერგუნა ჩვენ გაუვალი. თუმცა ამქვეყნად თუკი ცოცხლად ვარ მოარული, ბედის ჯინაზე, სხვანაირად ვის ეგონება, ვიდრე ვარ ქვეყნად, მხოლოდ შენი ვარ სიყვარული, ვიდრე ვარსებობ, მხოლოდ შენი ვარ მოგონება. 1970 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Полвека не могу принять - Ничем нельзя помочь: И все уходишь ты опять В ту роковую ночь. А я осуждена идти, Пока не минет срок, И перепутаны пути Исхоженных дорог... Но если я еще жива Наперекор судьбе, То только как любовь твоя И память о тебе.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი