ემილი დიკინსონი - ხელთ მოვიკრიბე, რაც ძალი მქონდა


ხელთ მოვიკრიბე, რაც ძალი მქონდა 

მთარგმნელისაგან:

ლექსის  ბიბლიური წყაროა  ქრისტიანთათვის  კარგად ცნობილი ამბავი ყრმა დავით მეფის პირველი გმირობისა.     
    ფილისტიმელებს ჰყავდათ უძლეველი, უზარმაზარი მებრძოლი, სახელად  გოლიათი, რომელთან  შებმაც ვერავინ გაბედა. დავითმა  - შურდული სტყორცნა , თავში გაარტყა. ასე მოკლა იგი.
    ემილის ეს ლექსი  ისევე, როგორც მრავალი მისი მცირე ქმნილება, დასრულება რომ არ დასცალდა,  უფრო “დრაფტია” - პრეპოემი, ანუ ტექნიკურად გასამართთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა პოეტური კონცეფცია  უკვე მკაფიოდაა გამოკვეთილი.
  ნებისმიერი მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ მასში გადმოცემულია, რა უშედეგოდ, მარცხით  დასრულდა ემილის ცდა, მთელი ძალი მოეკრიფა და ცხოვრებაში რაიმე შეეცვალა, რადგან მეტისმეტად უმწეო, მცირე  აღმოჩნდა სამყაროულ პრობლემათა წინაშე.

ემილი დიკინსონი

ხელთ მოვიკრიბე, რაც ძალი მქონდა
540
***
ხელთ მოვიკრიბე, რაც ძალი მქონდა -
და მთელ სამყაროს შევები, ჰოდა,-
ძალით - ყრმა  დავითს ვინ  აჯობებდა,
შემართებით კი  - თავიც მომქონდა!

შურდულით ვტყორცნე კენჭი მოზრდილი,
მაგრამ დავეცი  - სასოწაგვრილი -
გოლიათია მართლაც  - ნამდვილი
თუ  - გამოვდექი მცირეზე მცირი?

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Emily Dickinson

I took my Power in my Hand
540

I took my Power in my Hand—
And went against the World—
’Twas not so much as David—had—
But I—was twice as bold—

I aimed by Pebble—but Myself
Was all the one that fell—
Was it Goliath—was too large—
Or was myself—too small?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი