მარინა ცვეტაევა - ჩემო პატარაო
მთარგმნელისაგან: ცვეტაევას ეს ლექსი რომანსადაა ქცეული და ძალზე პოპულარულია. ახალგაზრდა პოეტ ნინო ნეკერიშვილის უეცარ გარდაცვალებას მივუძღვენი ეს თარგმანი. ახლა მოვძებნი, მასზე ლექსიც მაქვს და თუ ვიპოვე, დავდებ. მარინა ცვეტაევა ,,ჩემო პატარაო“ თეთრო, თეთრო შროშანოო, ვარდო წითელ კოკორაო,- ყველამ ასე უნანავა, უთხრა ,,ჩემო პატარაო“ - სახე - მართლა, ხატისაო, ხმიანება - ნიბლიასი... მუხლზე ეჯდა საესავი, და არწევდა ნელა, ასე. მარჯვნივ-მარცხნივ გადიხარა ბევრჯერ ღმერთის ქანქარაო, და რჩებოდა მისამღერი მაინც ,,ჩემო პატარაო“. არ ეცვლება ღმერთს ფიქრები, ვერ ასცდები ბედის გზასო, ვერ გადიდნენ - პატარები, და ვერც ლაღი - დაებასო. ედემს, ხის ქვეშ გაიხარე, ვარდო წითელ კოკორაო, ბოლოს მაინც მისამღერი დარჩა ,,ჩემო პატარაო!“ (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Моя маленькая - - - - - - - - - - -- Ландыш, ландыш белоснежный, Розан аленький! Каждый говорил ей нежно: «Моя маленькая!» — Ликом — чистая иконка, Пеньем — пеночка… — И качал ее тихонько На коленочках. Ходит вправо, ходит влево Божий маятник. И кончалось всё припевом: «Моя маленькая!» Божьи думы нерушимы, Путь — указанный. Маленьким не быть большими, Вольным — связанными. — Будешь цвесть под райским древом, Розан аленький! — Так и кончилась с припевом: «Моя маленькая!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი