მარინა ცვეტაევა - არ მინდა არც ტრფობა


მარინა ცვეტაევა
არ მინდა არც ტრფობა

***
არ მინდა არც ტრფობა, არც  პატივისცემა,
მათრობელობაზე  - ვისმინო ახლიდან!
ვაშლიც კი არ მინდა, ჩემწინ რომ ეცემა
მაცდურად - დახლიდან.

რაღაც მოჯაჭვული დამთრევს, არ მცილდება, 
საცაა, ატყდება ქუხილი ნამდვილი.

 მე როგორ მინდება,
მე როგორ მინდება
უჩუმრად სიკვდილი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева 
Не хочу ни любви, ни почестей...

***
Не хочу ни любви, ни почестей:
— Опьянительны. — Не падка!
Даже яблочка мне не хочется
— Соблазнительного — с лотка…

Что-то цепью за мной волочится,
Скоро громом начнёт греметь.

— Как мне хочется,
Как мне хочется —
Потихонечку умереть!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი