იეიტსი - მას სურს ფარდაგი სამოთხეული
უ. ბ. იეიტსი მას სურს ფარდაგი სამოთხეული მქონოდა ნეტა ფარდაგი ნაქარგი სამოთხეული, შემკული ოქრომკედითა და ვერცხლის სირმით ნათელით, ლურჯი და მრუმე და ბნელი ფარდაგი სამოთხეული, ღამით და შუქით და კიდევ ბინდით - ნახევრად ნათელით. ნეტავ ამგვარი ფარდაგის შევძლო შენფეხქვეშ დაგება, მაგრამ მე, ღარიბს ეს არის, რაც მაბადია, სიზმარი. ეს შევიძელი მარტოდენ - სიზმრის შენფეხქვეშ დაგება, იარე რბილად, რომ ასე იარო მთელი სიზმარი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) მთარგმნელისაგან იეიტსი, როგორც ლექსის ავტორი ფორმობრივ გამომსახველობით საშუალებებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. იზიდავდა უჩვეულო ფორმათა დამუშავება, მრავალ სიახლეს თავად იგონებდა, არცთუ იშვიათად მიმართავდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშების დამუშავებას და ამრიგად, მათ ინდივიდუალური, ლიტერატურული ხელწერის პირველწყაროდ აქცევდა. ეს მისი ძალზე პოპულარული ლექსი ხშირად შეგხვდებათ წარწერად მაისურებზე, ვალენტინობის საჩუქრებზე და ასე შემდეგ. ამ ლექსზე შექმნილი საგუნდო და სოლო სიმღერებიც ძალიან პოპულარულია. W. B. Yeats Had I the heavens' embroidered cloths, Enwrought with golden and silver light, The blue and the dim and the dark cloths Of night and light and the half light, I would spread the cloths under your feet: But I, being poor, have only my dreams; I have spread my dreams under your feet; Tread softly because you tread on my dreams.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი