იეიტსი - სამოსი


უილიამ ბატლერ იეიტსი

რას მივაქციოთ ყურადღება:

პრობლემა, რომელსაც  უ. ბ. იეიტსის (1865- 1939)  ეს ლექსი - მეტაფორა  ეხება, დღეს და ალბათ მუდამაც ჩვენში ძალზე  აქტუალურია.
  საუბარია ეპიგონებზე და იქნებ პლაგიატორებზეც, რომელნიც ავტორისეულ სტილსა და პოეტურ მიგნებებს თავისად ასაღებენ.
  ამავე დროს, ეს ლექსი წარმოადგენს იეიტსის შემოქმედების ერთიან დინამიკაში თავისებურ სიგნალს - იქნებ პოეტურ მინი მანიფესტსაც  კი ახალ  შემოქმედებით მიდგომაზე, ესთეტიკაზე გადასვლისა. 
  უ.ბ. იეიტსი  საკუთარ   უწინდელ  მეტაფორულ, სახეობრივ სტილს ახასიათებს, როგორც ორნამენტიკულს,  უხვად დაქარგულს (აქ - როგორც გურამიშვილი იტყოდა ,,ძეძვით შემოსილს” ) და  ეძებს ამ, მიმბაძველთათვის მიმზიდველი, თავად მისთვის კი უკვე მოსაწყენი ორნამენტიკისაგან თავის დაღწევის გზებს, მისი ალტერნატივის -  პოეტური ენის სამკაულთაგან  განტვირთული ,, შიშველი” ლექსისკენ ორენტირებით.     
    ფორმის მხრივ, საყურადღებოა ლექსის არარეგულარული ფორმა, რითმათა სქემის უჩვეულობა, რის გადმოტანასაც შევეცადე.
 აუცილებლად მიმაჩნია აღნიშვნა იმისა, რომ  იეიტსს ამ  ლექსში რადიკალური შემოქმედებითი განაცხადის მიუხედავად,   საკუთარ, გამორჩეულ  მეტაფორულ სტილზე უარი საბოლოოდ არ უთქვამს, თუმცა  ფრაზის სიმსუბუქე ნამდვილად მეტად შეიტანა მას შემდგომი  პერიოდის პოეტურ ტექსტებში.

უ.ბ იეიტსი

სამოსი

ვწერდი ისე, რომ ვმოსავდი
ჩემს სიმღერას ნაქარგებით,
უძველესი რამ მითებით
ვრთავდი თავით ფეხებამდი,
მაგრამ ბრიყვებს ჩაცმა მისი
ქვეყნის თვალში არ მოსწყინდათ,
მიითვისეს ის სამოსი, 
სიმღერაო, მთლად აიშვეს,
რაც წაიღეს, აღარც მინდა, 
მე დღეიდან გიშვებ შიშველს!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

William Batler Yeats - A Coat

I made my song a coat 
Covered with embroideries 
Out of old mythologies 
From heel to throat; 
But the fools caught it, 
Wore it in the world’s eyes 
As though they’d wrought it. 
Song, let them take it
For there’s more enterprise 
In walking naked.

1912- 1914

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი