მარინა ცვეტაევა - ნამსხვრევებად ვერცხლის
მარინა ცვეტაევა ნამსხვრევებად ვერცხლის (ოსიპ მანდელშტამს) *** ნამსხვრევებად ვერცხლის ირგვლივ მონადები სარკე იგი და შიგ - მზერა ჩემი. გედები კი ჩემი, ის გედები შინ მიფრენენ. ვრჩები. მაღალ ცაში კენტად მოფარფატე გულს დამეცა მეც ფრთა ჩემი წილი. მე სიზმარში ირგვლივ მიმოვფანტე ვერცხლი წვრილი. ვერცხლის ხმაა - რეკა უიმედო. მეც - ვერცხლისფრად უნდა ვმღერდე, ნეტა? ჩემი ხელით გამოზრდილო გედო, მოგწონს ფრენა კენტად? წავალ და არც ვენახვები ვინმეს, არც დედა მსურს, არც ვინ ნათესავი. წავალ სადმე, ეკლესიას ვნახავ, რომ შევთხოვო ხატებს საესავი, ახალგაზრდა გედს აშოროს ავი! 1916 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Разлетелось в серебряные дребезги О. Э. Мандельштаму Разлетелось в серебряные дребезги Зеркало, и в нем — взгляд. Лебеди мои, лебеди Сегодня домой летят! Из облачной выси выпало Мне прямо на грудь — перо. Я сегодня во сне рассыпала Мелкое серебро. Серебряный клич — звонок. Серебряно мне — петь! Мой выкормыш! Лебеденок! Хорошо ли тебе лететь? Пойду и не скажусь Ни матери, ни сродникам. Пойду и встану в церкви, И помолюсь угодникам О лебеде молоденьком. 1916 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი