ალექსანდრ ბლოკი - რარიგ მძიმეა


მთარგმნელისაგან: 

 ეს ალ. ბლოკის ერთ-ერთი საპროგრამო ლექსია,  იმდენად მნიშვნელოვანი რუსული  და მის კვალად , მაშინდელ რუსეთის იმპერიაში შემავალი სხვა  ეროვნული პოეზიებისთვის, რომ მთარგმნელს არავითარ გასაქანს არ აძლევს, რომ თავს უფლება მისცეს, თავისი მხრით რამე შემატოს ან მოაკლოს ნათქვამს. 

   მეტი-მეტი  “ადგილზე” ქართული  ენის სიტყვათწარმოებითი  ბუნების იმედად დარჩეს.  არსებობს ამ ლექსის არაერთი შესანიშნავი თარგმანი, მაგრამ მე ვიტყოდი, რამდენადაც შესანიშნავად ჟღერს ქართულად, იმდენადვე დაშორებულია  ორიგინალში ჩადებულ, ალ. ბლოკისეულ სიმბოლისტურ კონცეფციას. 

რამდენჯერ მაქვს ეს ლექსი თარგმნილი?!- მილიონჯერ, დაწყებული ახალგაზრდობიდან დღემდე.  ზოგი მეტად წარმატებული იყო, ზოგი ნაკლებად. იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმად ვწვდებოდი ბლოკის ნათქვამის არსს და რამდენად მყოფნიდა მთარგმნელობითი ოსტატობა. 

   ამჯერად მეჩვენება, რომ   ამ ლექსს ფილოსოფოს პლატონის “ბაძვის თეორიის” ექო მოჰყვება. (იხ. ჩემი ბოლოდროინდელი იუმორისტული ლექსი სწორედ ამის თაობაზე - ,,ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს”)

    ეს ჩემი ახალი ცდაა. ამჟამად მე - ამაზე ზუსტად  გადმოტანა აღარ შემიძლია, სხვას თუ გამოუვა, გამიხარდება. 

ალექსანდრ ბლოკი

რარიგ მძიმეა

***

რარიგ მძიმეა,   დადიოდე კვლავ კაცთა შორის 
და  მკვდარმა თავი მოაჩვენო ცოცხლად სრულიად
და   ტრაგიკული ვნებათღელვის მის  თამაშურის
უთხრო  ამბავი მათ, ვის ჯერაც  არ უცხოვრიათ.


და მჭვრეტი  შენი ღამეული  კოშმარის  მაშინ
აგნებდე წესრიგს,  უწესრიგო გრძნობა ნაძალი,
რომ  ხელოვნების ფერდაკარგულ გამოვლენაში
მათ დამღუპველი აცნობინო იგი ხანძარი.



(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Как тяжело ходить среди людей
И притворятся непогибшим,
И об игре трагической страстей
Повествовать еще не жившим.

И, вглядываясь в свой ночной кошмар,
Строй находить в нестройном вихре чувства,
Чтобы по бледным заревам искусства
Узнали жизни гибельной пожар!

***

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი