ანა ახმატოვა - ოსტატობის საიდუმლონი. 10. დასასრული


ანა ახმატოვა

ოსტატობის საიდუმლონი

10. დასასრული

ალბათ ქვეყნად კიდევ რამდენ რამეს უნდა
ჩემი ხმა  რომ   სადიდებლად უმღეროდეს:
რაც სიტყვით ვერ გამოითქმის, აგრუხუნდა,
 ანდა ლესავს  მიწისქვეშა ქვას ბინდბუნდად,
 ან გზას ეძებს, გაეხვევა კვამლში ოდეს.
ჯერ არა მაქვს  ანგარიში ნასწორები
ალთან, ქართან,  წყალთან, მადევს ვალი  მათი,
ამიტომაც ჩემეული ოცნებებით
ასე ფართოდ გაიღება კარებები
და მივყავარ, სადაც არის ცისკრის მნათი.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)


Анна Ахматова 

ТАЙНЫ РЕМЕСЛА

10.

Многое еще, наверно, хочет
Быть воспетым голосом моим:
То, что, бессловесное, грохочет,
Иль во тьме подземный камень точит,
Или пробивается сквозь дым.
У меня не выяснены счеты
С пламенем, и ветром, и водой...
Оттого-то мне мои дремоты
Вдруг такие распахнут ворота
И ведут за утренней звездой.

1936-1960

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი