ჯონ დონი - არავინაა ცალკე კუნძული
#თარგმანები ჯონ დონი - არავინაა ცალკე კუნძული მთარგმნელისაგან: ამ ძალზე პოპულარული ლექსის ბოლოდან მეორე სტრიქონი ,,ვის უხმობს ზარი” - უწოდა ე. ჰემინგუეიმ საკუთარ ვრცელ მოთხრობას. და მაინც, რას ნიშნავს ჯონ დონის გამონათქვამი, “ვის უხმობს ზარი”? რომ არა ქართველი მკითხველის ყურში გამჯდარი სათაური ჰემინგუეის ნოველისა, ალბათ უმჯობესი იქნებოდა მეთარგმნა, როგორც “ვისთვის რეკს ზარი”. ზარის რეკა გასვენებისას - ქრისტიანული ტრადიციაა. ფრაზამ, საფიქრებელია, რომ უფრო ჰემინგუეის წყალობით, დღეს კი კონტექსტი გაიფართოვა, მაგრამ თავდაპირველად ნიშნავდა- “ ვისთვის რეკს ზარი” ანუ “ვინ გარდაიცვალა - , ნუ იკითხავ, ახლა ვინ გარდაიცვალა, გარდაიცვალე შენ - როგორც კაცობრიობის ნაწილი, ანუ როგორც ქართველი იტყოდა, ,,ყველანი სიკვდილის შვილები ვართ!” ჯონ დონი არავინაა ცალკე კუნძული *** არავინაა ცალკე კუნძული, თავისთვის მდგომი, ყოველი კაცი კონტინენტს ერთვის, რაღაც მთავარის არის ნაწილი. წყალმა რომ მიწა მოგლიჯოს და ჩარეცხოს ზღვაში, განა ევროპა არ შემცირდება, თითქოს- და დათმო ერთი მაღლობი, თითქოს მეგობარს გამოეცალოს მამული თვისი; ანდა სამკვიდროს თავად ჰკარგავდე. ყოველი კაცის სიკვდილი მამცრობს, კაცობრიობის რადგან ვარ წილი და ამიტომაც ნუ გააგზავნი საკითხავად, ვის უხმობს ზარი; ის შენ მოგიხმობს. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) John Donne - No Man Is an Island No man is an island, Entire of itself; Every man is a piece of the continent, A part of the main. If a clod be washed away by the sea, Europe is the less, As well as if a promontory were: As well as if a manor of thy friend's Or of thine own were. Any man's death diminishes me, Because I am involved in mankind. And therefore never send to know for whom the bell tolls; It tolls for thee.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი