მარინა ცვეტაევა - ეგ საფლავი ფოთოლცვენით გაივსო
#თარგმანები მარინა ცვეტაევა ეგ საფლავი ფოთოლცვენით გაივსო *** ეგ საფლავი ფოთოლცვენით გაივსო და დგას ზამთრის სუნი. გესმით, მკვდარო, გესმით, ჩემო ძვირფასო, მე მეკუთვნით, თუნდაც გარდასული! რა გაცინებთ! - მგზავრის შავი ლაბადა. მთვარე - მაღლა რჩება. ჩემო - მართლა მერგეთ საკუთრებადა, როგორც ხელი ჩემი. უთენია შეკვრით მოგეახლებით, ჰოსპიტალის კართან ისევ ვდგები. თქვენ, უბრალოდ, ცხელ ქვეყნად ესახლებით, სად გელიან ზღვები დიადები. მე გკოცნიდით! მე ჯადოთი შეგკარით! მე მაცინებს ლანდი მიღმიერი. სიკვდილს არ ვცნობ! სახლის ღია მაქვს კარი, სადგურიდან გელით. მერე რა, რომ ჩამოცვივდა ფოთლები, გლოვის ლენტზე სიტყვაც აღარ არის. მთელ ქვეყანას თუკი მკვდრად ჩაეთვლებით, მეც ვყოფილვარ მკვდარი. ყველგან გხედავთ, გგრძნობთ, სუყველგან მეგულვით. ვინ დაეძებს ამ გვირგვინთა ლენტებს. კვლავ მახსოვხართ, არ ხართ დავიწყებული. დასავიწყად როგორ გაგიმეტებთ! ამ პირობის ვიცი ამაოება, ფუჭი არის ფიცი. მივწერ უსრულს, მივწერ უსაზღვროებას - ცარიელი ნაწერია, ვიცი. 1914 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Осыпались листья **^ Осыпались листья над Вашей могилой, И пахнет зимой. Послушайте, мёртвый, послушайте, милый: Вы всё-таки мой. Смеётесь! — В блаженной крылатке дорожной! Луна высока. Мой — так несомненно и так непреложно, Как эта рука. Опять с узелком подойду утром рано К больничным дверям. Вы просто уехали в жаркие страны, К великим морям. Я Вас целовала! Я Вам колдовала! Смеюсь над загробною тьмой! Я смерти не верю! Я жду Вас с вокзала — Домой. Пусть листья осыпались, смыты и стёрты На траурных лентах слова. И, если для целого мира Вы мёртвый, Я тоже мертва. Я вижу, я чувствую, — чую Вас всюду! — Что́ ленты от Ваших венков! — Я Вас не забыла и Вас не забуду Во веки веков! Таких обещаний я знаю бесцельность, Я знаю тщету. — Письмо в бесконечность. — Письмо в беспредельность — Письмо в пустоту. 1914 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი