ანა ახმატოვა - ყველაზე უწინ სიყვარული დაიფერფლება
#თარგმანები ანა ახმატოვა ყველაზე უწინ სიყვარული დაიფერფლება *** ყველაზე უწინ სიყვარული დაიფერფლება. თვინიერდება სიამაყე და ყუჩობს ლიქნა. სასოწარკვეთა გეუფლება, შიშს მიერთვება, თითქმის ვერ უძლებ, აუტანლად თუ გარდაიქმნა. დაგიმორჩილებს სიყვარული მიმტყუებელი, ნაღიღინარით ბუნებრივით, დაუხვეწავით. სულ ცოტა ხნის წინ არ ყოფილხარ ასე ბებერი, და არც ჭაღარა და არც გეწვა ნაღველი ავი. და როცა იგი გიღიმოდა ბაღში, შინ, ველად, გეჩვენებოდა რომ იყავი შეუბოჭველად. ნათობდი მისი ნამონები და შხამი გისვამს მნათობნი იყვნენ დიდრონები, სხვა სუნი ჰქონდა ბალახებს მისას, ბალახეულს შემოდგომისა. 1911 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Любовь всех раньше станет смертным прахом *** Любовь всех раньше станет смертным прахом. Смирится гордость, и умолкнет лесть. Отчаянье, приправленное страхом, Почти что невозможно перенесть. Любовь покоряет обманно, Напевом простым, неискусным. Еще так недавно-странно Ты не был седым и грустным. И когда она улыбалась В садах твоих, в доме, в поле, Повсюду тебе казалось, Что вольный ты и на воле. Был светел ты, взятый ею И пивший ее отравы. Ведь звезды были крупнее, Ведь пахли иначе травы, Осенние травы. 1911
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი