ანა ახმატოვა - ზაფხულის ბაღი


ანა ახმატოვა

ზაფხულის ბაღი

მთარგმნელისაგან: ეს  ხანდაზმული პოეტის ერთ-ერთი მოგვიანო პერიოდის ქმნილებაა. ლექსში საუბარია პეტერბურგის ზაფხულის ბაღზე.

ეს ქალაქი ხომ  ცნობილია თავისი ბაღებით, რომელიც ლიტერატურაში ბევრგან გვხვდება. ქართულიდან  გავიხსენოთ გალაკტიონის ,, ათოვდა ზამთრის ბაღებს”, სადაც პოეტი გენიოსი  იმდროინდელი ჩვეული მანერით,  მის ერთ, ქართველი მკითხველის რეცეფციისთვის უფრო ახლოდან აღსაქმელ პლანს  - სახე-მეტაფორად აქცევს.

  ლექსში  დასახელებულია ამ წარმოსახვითი სეირნობის კონკრეტული მარშრუტი - გრანიტის ვაზიდან- სასახლის კარამდე. ასევე ასახულია ანტურაჟი, ოღონდ პოეტისეულ განცდით მეხსიერებაში გამოტარებული.
  რა შუაშია  სტატუებთან ნევის წყლით დაფარვა?!
ლექსში მოხსენიებული სტატუები 1924 წელს დაიტბორა ნევის  მესამე წყალდიდობის გამო.

საყურადღებოა  ამ  ერთგვარად მარეზიუმებელი ლექსის ფინალში  ქვების სადაფისა და იასპერის/ იასპის შემოტანა -

გარდა იმისა, რომ აქ პარალელიზმი გვაქვს წინა სტროფთან, სადაც ამაღლებულობასა და საიდუმლოზეა საუბარი, აქ სადაფი - გარდამავალი სითეთრის გამო მაღალს, ამაღლებულს  შეესაბამება, ხოლო წვისფერი ანუ წითელი იასპის სამაჯური, მძივი, რამე სამკაული  - წყვილთა შორის ვნებიანი სიყვარულის, ლტოლვის  გამაძლიერებლად მიიჩნეოდა.

საყურადღებოა პედალირება საიდუმლოზე ორჯერ, ფინალისაკენ, ბოლო ორ სტროფში.

ახალგაზრდობაში - არ იყო ანა ახმატოვა ის პოეტი, რომელიც რამეს ,, მალავდა”. სწორედაც რომ პირუკუ. მის სტილზე და სათქმელზე ფიქრისას იმ დასკვნამდეც მივსულვარ, რომ რაკი ლექსის გარეგან მხარეში მას ცვეტაევასავით რევოლუციური ცვლილებები დიდად არ შეაქვს და პუშკინის არეში რჩება,

მთელი მისი შემოქმედება თითქოს დასტურია  ნათელყოფაა იმისა, თუ რას იტყოდა პუშკინი, მას რომ ქალის მარად  წინააღმდეგობრივი ბუნება  უფრო ღრმად სცოდნოდა. ანუ ჩემთვის ახმატოვა - ქალში განსხეულებული პუშკინია.მისი სიდიადის საიდუმლოც ალბათ ამაშია ჩაუნჯებული.

ანა ახმატოვა

ზაფხულის ბაღი

მინდა ვარდებთან ისევ იმ ერთადერთი  მხარის,
სწორუპოვარი ქვეყნად სადაც ის  ღობე არის.

სტატუებს ახსოვთ,  როგორ ვიყავი ნორჩი ქალი,
მე კი - მდინარე ნევის როგორ ფარავდა წყალი.

სამეფო ცაცხვის სურნელს ხსოვნა შეიგრძნობს  ისევ,
მოგონებაში  ისევ ანძათა ჭრიალს ვისმენ.

და გედიც ძველებურად ჟამთა წყალს მიუყვება
და თავის ორეულის  მშვენიერებით ტკბება.

ასიათასი ბიჯი სიკვდილმა შეაერთა
მტერთა და მეგობართა, მეგობართა და მტერთა,

და უსრულია რიგი  აჩრდილთა აქ მავალთა,
გრანიტის ლარნაკიდან მიდის სასახლის კართან.

იქ  კვლავ ჩურჩულით ყვება თეთრთა ღამეთა რიგი
მაღალ ტრფობაზე, იყო რა იდუმალი იგი.

და  ყოველივე იწვის  სადაფად,  იასპერად,
მაგრამ სინათლის წყარო დუმილმა შეიფერა.

1959 г.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Анна Ахматова - Летний сад

Я к розам хочу, в тот единственный сад,
Где лучшая в мире стоит из оград,

Где статуи помнят меня молодой,
А я их под невскою помню водой.

В душистой тиши между царственных лип
Мне мачт корабельных мерещится скрип.

И лебедь, как прежде, плывет сквозь века,
Любуясь красой своего двойника.

И замертво спят сотни тысяч шагов
Врагов и друзей, друзей и врагов.

А шествию теней не видно конца
От вазы гранитной до двери дворца.

Там шепчутся белые ночи мои
О чьей-то высокой и тайной любви.

И все перламутром и яшмой горит,
Но света источник таинственно скрыт.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი