მარინა ცვეტაევა - გმადლობ, ო, ღმერთო
#თარგმანები მარინა ცვეტაევა გმადლობ, ო, ღმერთო *** გმადლობ, ო, ღმერთო, რომ გააჩინე ეს ოკეანე, შექმენი ხმელი, რომ მაქვს სხეული ეს, ერთადერთი, რომ სული მიდგას მე წარუვლელი. და რომ სისხლი მაქვს ასე მხურვალი და წყალი ესე - ცივი რომ არის, გმადლობ, რომ მომეც მე სიყვარული, გმადლობ, რომ დადგა ამგვარი დარი! 1918 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Благодарю, о Господь *** Благодарю, о Господь, За Океан и за Сушу, И за прелестную плоть, И за бессмертную душу, И за горячую кровь, И за холодную воду. — Благодарю за любовь. Благодарю за погоду. 1918 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი