ანა ახმატოვა - რა საშინლად შეიცვალა ტანი
ეს თარგმანი არის, რა! მაინც ახმატოვაა. #თარგმანები ანა ახმატოვა რა საშინლად შეიცვალა ტანი *** რა საშინლად შეიცვალა ტანი, რად გაფითრდა პირი გატანჯული! სიკვდილამდე როგორ მოვატანე, სხვა დრო მქონდა მისთვის დანიშნული. მე მეგონა, სადმე, ცად ღრუბელი გახელებით ღრუბელს ჩაეკვროდა და მფრინავი ელვის ცეცხლი მწველი, სიხარულის ხმა რამ უძლეველი ანგელოსებრ მომეფინებოდა. 1913 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Как страшно изменилось тело… Как страшно изменилось тело, Как рот измученный поблек! Я смерти не такой хотела, Не этот назначала срок. Казалось мне, что туча с тучей Сшибется где-то в высоте И молнии огонь летучий И голос радости могучей, Как ангелы, сойдут ко мне. 1913 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი