ანა ახმატოვა - ტყეში ხომ არა ვართ
#თარგმანები ანა ახმატოვა ტყეში ხომ არა ვართ *** ტყეში ხომ არა ვართ, “აუუ”- ს ნუ ყვირიხარ! არ მიყვარს დაცინვა ამგვარი. რად არ უნანავებ ნეტა ჩემს საწუხარს, სინდისის ტკივილი მომგვარე. სხვა საზრუნავებით შენ ხარ დაზაფრული. ცოლი გყავს, აქ გიწევს გულია. მშრალ თვალებს ახალი უცქერს გაზაფხული, იგი პეტერბურგულია. დაგხვდება ხველებით მძაფრით საღამოს და მოგელის შენ ჯილდოდ - სიკვდილი. ნევაზე ორთქლი დგას და მის ქვეშ გამოჩნდა, უკვე დაძრულია ყინული. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова - Не в лесу мы, довольно аукать Не в лесу мы, довольно аукать, — Я насмешек таких не люблю… Что же ты не приходишь баюкать Уязвленную совесть мою? У тебя заботы другие, У тебя другая жена… И глядит мне в глаза сухие Петербургская весна. Трудным кашлем, вечерним жаром Наградит по заслугам, убьет. На Неве под млеющим паром Начинается ледоход.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი