ანა ახმატოვა - ჩვენ სინედლე სიტყვის
#თარგმანები მთარგმნელისაგან: ეს ლექსი იმ დროისათვის ახლად სახელგანთქმული ანა ახმატოვას პოეტურ კრედოს გადმოგვცემს. გავიხსენოთ: ოთხიოდე წლით ადრე, პარიზში საქორწინო მოგზაურობისას და მოდილიანის გაცნობის დროს მას არათუ საფრანგეთში, რუსეთშიც კი ცოტა თუ იცნობდა. პოეტის საქმიანობა აქ თან ციურ განაჩენად მიიჩნევა, თან უფლის საქმიანობასთანაა გატოლებული. ახალი აღთქმის მცოდნეთათვის არაა ძნელი, გაგება, თუ რას ამბობს მესამე სტროფი. აქ უფლის მიერ ბრმათა თვალის ახელის, შემდგომ შეპყრობისა და ჯვარცმის ამბების ღია ალუზიაა. ანა ახმატოვა ჩვენ სინედლე სიტყვის *** ჩვენ სინედლე სიტყვის, გრძნობის სისადადავე ვკარგოთ, უდრის მხატვრისათვის - უცებ დაბრმავებას, ანდა მსახიობი თუ ვერ იმოძრავებს და ვერ იმეტყველებს, ხმა თუ ჩაუწყდება, ქალს მშვენებაგამქრალს ისევ შეხედავენ? ნუ ეცდები მალო, შენთვის იმყუდროვო, რაც კი მოგანიჭა ზეციურმა ძალამ, ასე მოგვესაჯა - ვიცით, ვერ დავმალავთ, ვფლანგოთ ღიად, რაც გვაქვს, კი არ მოვაგროვოთ. წადი მარტო, თვალი აუხილე ბრმათა, რათა იცნონ მძიმე ჟამად დაეჭვება მოწაფეთა, უცხოდ რომ მოეძალებათ და ბრბოს გულგრილობაც მათ იხილონ რათა. 1915 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Анна Ахматова Нам свежесть слов и чувства простоту... *** Нам свежесть слов и чувства простоту Терять не то ль, что живописцу — зренье, Или актеру — голос и движенье, А женщине прекрасной — красоту? Но не пытайся для себя хранить Тебе дарованное небесами: Осуждены — и это знаем сами Мы расточать, а не копить. Иди один и исцеляй слепых, Чтобы узнать в тяжелый час сомненья Учеников злорадное глумленье И равнодушие толпы. 1915 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი