მარინა ცვეტაევა - შავ ცაზე


მარინა ცვეტაევა

შავ ცაზე

***
შავ ცაზე - რაღაცა სიტყვები ნაწერი - 
და  დაბრმავებულა თვალები  მშვენიერი…
და კვდომის არ გვაკრთობს  ჩვენ არც სარეცელი
 და  ვნების არ გვატკბობს  სარეცლის ჩვენ იერი.
 
ოფლშია - მწერელი და გუთნის მწეველი!
ჩვენთვის ნაცნობია -  სხვა ლტოლვის მოგონება..
მსუბუქი ნათელი კულულზე მროკველი,-
რაღაც ნიავია მკრთალი  -    შთაგონება!

1918 წლის 14  მაისი
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева - В черном небе слова начертаны…

В чёрном небе слова начертаны —
И ослепли глаза прекрасные…
И не страшно нам ложе смертное,
И не сладко нам ложе страстное.

В поте — пишущий, в поте пашущий!
Нам знакомо иное рвение:
Лёгкий огонь, над кудрями пляшущий, —
Дуновение — Вдохновения!

1918 .14  мая

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნინო დარბაისელი სტრონიპოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი2 კვირის წინ

#თარგმანები

მთარგმნელისაგან: გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ლექსის დაწერის თარიღს. რევოლუციურ მოსკოვში ორი შვილით უსახსროდ დარჩენილი მარინა, არც ქმრის ადგილ- სამყოფელი რომ არ იცის, სასოწარკვეთილია. ესმის რაღაც ლოზუნგები შრომასთან დაკავშირებით. არისტოკრატული წარმოშობის, ფუფუნებაში გაზრდილი ქალი- პოეტი ალღოს ვერ უღებს ახალ ყოფას. ვეცადე, თარგმანში შემენარჩუნებინა ყველა ის მხარე, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ ამ ლექსის მკვლევარები
თუმცა “ბგერწერული ექოები” შემირბილდა დასაწყისში. კერძოდ ,, ნა ჩორნომ” და ნაჩერტანი” - შავ ცაზე რაღაცა … ნაწერი - “ც-წ “ ზე გავაწყვე.
საყურადღებოდ მიაჩნიათ მკვლევარებს ისიც, რომ პირველი პირის მრავლობითი აქცენტირებულია ,, ჩვენ” , რაც იმას ნიშნავს, რომ მარინა ამ ლექსში ლაპარაკობს კოლეგათა სახელით.
შთაგონების შესახებ ბოლო ტაეპში - ჰომეროსთან დიალოგს ხედავენ. ჩემთვის ნაცნობი მკვლევარები კი არ აღნიშნავენ, მაგრამ მეჩვენება, რომ დაბრმავება - ნახსენები მეორე ტაეპში - ,, ბრმა ჰომეროსზე” ალუზიასაც შეიძლება შეიცავდეს.

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი