მარინა ცვეტაევა - წლები შენი


მარინა ცვეტაევა

წლები შენი

მთარგმნელისაგან: რაღა დარჩა თვითმკვლელობამდე? - დათვლილი თვეები.
იმ უბედურების დროს, როცა  აღარც არაფერს უბეჭდავდნენ,  აღარავის ახსოვდა, როგორც პოეტი. სამსახურს ეძებდა მშიერი, ქმარმკვდარი, შვილდაპატიმრებული, უსახლკარო… , ასე წერდა.
უმაღლესი პილოტაჟი!

წლები შენი
***

-წლები შენი - მთა ბევრი,
დრო შენი - სამეფოა.
შტერო, ხნით ხარ  - ბებერი,
-სიყვარული  უფროა.

ურჩხულზეც და ფესვზეც ხარ
ბებერი და ბებერი.
კრიტის ხარ სამსხვერპლო ქვა,
დევი  უშველებელი.

1949

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева
***

— Годы твои — гора,
Время твое — царей.
Дура! любить — стара.
— Други! любовь — старей:
Чудищ старей, корней,
Каменных алтарей
Критских старей, старей
Старших богатырей…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი