მარინა ცვეტაევა - წავიდა - შემეკრა პირი
#თარგმანები მარინა ცვეტაევა წავიდა - შემეკრა პირი წავიდა - შემეკრა პირი. პურია - უგემო ისე. ყველაფერს - გემო აქვს კირის, ხელს სადაც გავიწვდენ ისევ. ის - მყავდა მე პურად, მკვეთრი, და თოვლად, სითეთრე ახლდა. და თოვლიც არ არის თეთრი. და პურიც არ მინდა ახლა. 1940 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева Ушёл — не ем Ушёл — не ем: Пуст — хлеба вкус. Всё — мел. За чем ни потянусь. …Мне хлебом был, И снегом был. И снег не бел, И хлеб не мил. 1940 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი