მარინა ცვეტაევა - არ გაცბუნებ
#თარგმანები მარინა ცვეტაევა არ გაცბუნებ *** არ გაცბუნებ, არ გასმევ ქალურ ბალღამებს. მარჯვენა ხელს გიწვდი მე- წერით ნაღამებს. პირჯვარს ამით გადავწერ ღამით - სალოცავს, მას, ვისთვისაც რამეს ვწერ, ღვთით რაც მომეცა. მარცხენას - ტლუს ვუწოდებ, ცრუსი არ მჯერა. აჰა, გამოგიწოდებ - ტანჯულ მარჯვენას! 1918 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Марина Цветаева He смущаю, не пою Не смущаю, не пою Женскою отравою. Руку верную даю — Пишущую, правую. Той, которою крещу На ночь — ненаглядную Той, которою пишу То, что Богом задано. Левая — она дерзка, Льстивая, лукавая. Вот тебе моя рука — Праведная, правая! 1918
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი