არსენი ტარკოვსკი - აი, ზაფხულიც მორჩა
#თარგმანები მთარგმნელისაგან: არ მითხრათ, რა სულ ერთსა და იმავე რაღაცეებს დებო. შემთხვევათა უმრავლესობაში ავტორი კი იგივეა, მაგრამ ჩემი თარგმანი არის ახალი. წიგნის მოყვარულებისთვის ნაცნობი განცდაა. რომელიღაც წიგნში სულ ერთი ჩახედვა და რაღაცის დაზუსტება რომ გჭირდება; რომ იცი, ნამდვილად გაქვს სახლში, მაგრამ თაროზე უცებ ვერ პოულობ; იმის ძებნაში სხვა კარგ რამეებს აწყდები და გითრევს, დრო - შეზღუდული გაქვს; გირჩევნია, ან უცებ ვინმე ახლობელს ეთხოვო, ან ბიბლიოთეკაში გაიქცე… თან ტაქსით… მოკლედ, ვიღაცას თარგმანი დაუდია ერთ ლიტსაიტზე, გამახსენდა ჩემი ძველი თარგმანი და მინდოდა შედარება. ვერ ვიპოვე. რა მექნა! ახლიდან ვთარგმნე. თუ გამოჩნდა ძველი, მოვამატებ აქ. არსენი ტარკოვსკი აი, ზაფხულიც მორჩა აი, ზაფხულიც მორჩა, თითქოს ყოფილა არრა. ნამზევი თბილი მოჩანს, თუმცა ეს როდი კმარა. რაც მინატრია ახდა, ფოთოლი ხუთკამარა მთლად ხელზე მიდევს ახლა. თუმცა ეს როდი კმარა. არ დაკარგულა ავი, არც კარგმა ჩაიარა, ყოველი მობრწყინავი, თუმცა ეს როდი კმარა. ცხოვრებას ფრთისქვეშ ვყავდი, მიხსნა და მომიარა. კარგ ბედს სხვას რას ვნახავდი, თუმცა ეს როდი კმარა. ფოთლებს დაწვავდა ვინა, ტოტებიც არ დამტყდარა… დღე, ვით ნარეცხი მინა, თუმცა ეს როდი კმარა. 1967 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Арсений Тарковский *** Вот и лето прошло, Словно и не бывало. На пригреве тепло. Только этого мало. Все, что сбыться могло, Мне, как лист пятипалый, Прямо в руки легло, Только этого мало. Понапрасну ни зло, Ни добро не пропало, Все горело светло, Только этого мало. Жизнь брала под крыло, Берегла и спасала, Мне и вправду везло. Только этого мало. Листьев не обожгло, Веток не обломало... День промыт, как стекло, Только этого мало. 1967
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი