მარინა ცვეტაევა - ნეტა ვცხოვრობდე თქვენთან ერთად


#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
აგვისტოს ბოლო დღეებს ძალიან განვიცდი ცვეტაევას თვითმკვლელობის გამო.
    (არ დაგვავიწყდეს, მომავალი წლის 31 აგვისტოს 85 წელი სრულდება)… 
  სულ ვფიქრობდი,  რა იქნება, ერთხელ სათათრეთში, ელაბუგაში მომახვედრა,  სადაც თავი ჩამოიხრჩო ცვეტაევამ.   ნამდვილი საფლავი  კი დაკარგულია, მაგრამ ირგვლივ უთქმელად  ვიხეტიალებდი, მიმოვიხედავდი, იმ ნაქირავებ სოფლურ ქოხზე   მიკრულ მემორიალურ დაფას ვნახავდი, მუზეუმში შევიდოდი…
  და ბედი არ გინდა?!
ახლა მაინცა და მაინც   იმ ელაბუგაში გაუხსნია რუსეთს  ,, შაჰიდი”- დრონების  ქარხანა…
     შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი ლექსი ბევრი არა აქვს ცვეტაევას.  მის სტილს დიდად ვერ იხდენს.
   მკვლევართა  დიდი ნაწილი  თვლის,მისი ,,თავისუფალი”ლექსები პირობითად თუ შეიძლება,  ვერლიბრად იქნეს მიჩნეული, რადგან სტილური და მეტრული წყვეტადობის მიუხედავად, მაინც კონვენციალობის ფარგლებში თავსდებაო.
  ხოლო მაინც რა სტილური მახასიათებლები აქვს მას, ამ წერილში კარგადაა გამოკვეთილი.

https://voplit.ru/article/poeticheskij-stil-m-tsvetaevoj-i-priemy-simvolizma-prityazhenie-i-ottalkivanie/

   ეს ლექსი სადღეისოდ იმიტომ  კი არ ვარჩიე, რომ საუკეთესოა, უბრალოდ,  მე მიყვარს. ჩემი რჩეულია. 
   მე  მას - თავისუფალი ლექსის გარდამავალ სახეობად მივიჩნევ.



ნეტა ვცხოვრობდე თქვენთან ერთად

***
ნეტა ვცხოვრობდე თქვენთან ერთად
მომცრო ქალაქში.
სადაც მუდმივი ბინდბუნდია და 
მუდმივი ზართა რეკვაა.
პატარა,  სოფლურ სასტუმროში 
ძლივსგასაგონი,
ძველებური იყოს საათი - დროის წვეთები.

ზოგჯერ საღამოს, რომელიღაცა მანსარდიდან -
ფლეიტის ხმა და
ფლეიტისტი - სარკმელთან მდგომი
და ფანჯრებში - დიდი ტიტები.
და იქნებ არც კი გყვარებოდით?

შუა ოთახში - 
 ქაშანურის დიდი ბუხარი,
ყოველ ფილაზე - ეხატოს:
ვარდი - გული - ხომალდი
და ერთადერთი ფანჯრიდან ჩანდეს,
როგორ თოვს, თოვს, თოვს!

წამოწოლილი იყოთ ისეთი, მე რომ მიყვარხართ:
ზანტი, უგულო, უდარდელი,
ხანდახან მკვეთრად გაიელვოს ასანთის გაკვრამ.

მოკიდებული პაპიროსი  უქმად ჩაიწვას
და დიდხანს- დიდხანს  მოკლე ბოძგინტად - იმისი  ფერფლი ირხეოდეს,    
დაფერფლებაც კი  გეზარებოდეთ
და ბოლოს  ცეცხლში მოისროლოთ ის  პაპიროსი.

1916
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева

_ «Я бы хотела жить с Вами...»

Я бы хотела жить с Вами
В маленьком городе,
Где вечные сумерки
И вечные колокола.
И в маленькой деревенской гостинице –
Тонкий звон
Старинных часов – как капельки времени.

И иногда, по вечерам, из какой-нибудь мансарды –
Флейта,
И сам флейтист в окне.
И большие тюльпаны на окнах.
И может быть, Вы бы даже меня не любили?
_________

Посреди комнаты – огромная изразцовая печка,
На каждом изразце – картинка:
Роза – сердце – корабль. –
А в единственном окне –
Снег, снег, снег.

Вы бы лежали – каким я Вас люблю: ленивый,
Равнодушный, беспечный.
Изредка резкий треск
Спички.
Папироса горит и гаснет,
И долго-долго дрожит на ее краю
Серым коротким столбиком – пепел.
Вам даже лень его стряхивать –
И вся папироса летит в огонь. 

10 декабря

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი