ემილი დიკინსონი - გატეხვისაგან რომ დავიხსნა


#თარგმანები

ემილი დიკინსონი

***

გატეხვისაგან რომ დავიხსნა სულ ერთი გული,
ქვეყნად ამაოდ არ ვყოფილვარ დაბადებული.
ერთი სიცოცხლეც რომ განვკურნო ატკივებული, 
ერთი ტკივილიც რომ დავანელო  გამძაფრებული,
თავის ბუდეს რომ დავუბრუნო
გულწასული ერთი ბულბული,
ქვეყნად ამაოდ არ ვყოფილვარ დაბადებული!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი