ემილი დიკინსონი - რადგან არასდროს
#თარგმანები ამ ლექსის პირველი ორი სტრიქონი - “რადგან არასდროს დაგვიბრუნდება, ტკბილი ამიტომ არის ცხოვრება.” - აფორიზმადაა გავრცელებული ინგლისურ ენაში. საერთოდ კი, მთლიანად ეს ლექსი დიკინსონის შემოქმედების იმ პერიოდს მიეკუთვნება, როცა იგი ვერ ახერხებს ფორმაზე საგანგებო მუშაობას. მთავარია, ჩაიწეროს აზრი, ტექნიკურად გასამართია. რითმებიც - პირობითია. ემილი დიკინსონი რადგან არასდროს დაგვიბრუნდება 1741 რადგან არასდროს დაგვიბრუნდება, ტკბილი ამიტომ არის ცხოვრება. დაუჯერებელს ვიჯერებთ, რადგან აღარაფერი გვემახსოვრება. თუკი ცხოვრება არსებობს, მაშინ მოგვეკვეთება უთუოდ იგი. ეს გვმატებს მადას, გვინდა ვიგემოთ მოპირისპირე იგი ამრიგი. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Emily Dickinson That it will never come again 1741 That it will never come again Is what makes life so sweet. Believing what we don’t believe Does not exhilarate. That if it be, it be at best An ablative estate— This instigates an appetite Precisely opposite.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი