ემილი დიკინსონი - მარტო ძვირფასო


#თარგმანები

სტილი - მთარგმნელის კაპრიზი როდია. 
აქ ემილი ვიქტორიანული ეტიკეტის დაცვით, კლიშე-ფრაზებით ეგებება სტუმარს  - გაზაფხულს. 

ემილი დიკინსონი

მარტო ძვირფასო, შინ შემობრძანდით!
( 1320)

***
მარტო ძვირფასო, შინ შემობრძანდით!
მოხარული ვარ.
ვიმედოვნებდი მეწვეოდით,
აი, ადგილი თქვენი ქუდისთვის.
ფეხით გივლიათ- სულს ძლივს ითქვამთ.
მარტო ძვირფასო, როგორ გიკითხოთ,
დანარჩენებიც, იმედია, კარგად არიან.
ბუნება ხომ კარგად დატოვეთ?
ო, მარტო, აქეთ, ამობრძანდით ამ კიბეებზე! - 
თქვენთვის იმდენი მაქვს საამბობი.

(ინგლისურიდან თარგმნა ნინო დარბაისელმა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი